გვერდები



ჩვენ შესახებ



სსიპ ბათუმის 26 საჯარო სკოლა აჭარის „საჰაერო ჭიშკრის" აეროპორტის ტერიტორიაზე

8812 კვ.მ 

სკოლა დაარსდა 1936 წელს და მას სოფელ კახაბრის დაწყებითი სკოლა ეწოდა. 

იგი განთავსებული იყო აბდულ ჩავლეიშვილის სახლში. 1938 წ. სკოლისათვის აშენდა 4-

ოთახიანი შენობა, სადაც 1940 წლამდე ქართულ სკოლასთან ერთად ფუნქციონირებდა 

ლუთენარული სკოლაც, იქ ჩამოსახლებული ქურთი და ირანელი მოსახლეობა 

სწავლობდა, რომლებმაც 1941 წლიდან სწავლა ქართულ სკოლაში გააგრძელეს. 

1965 წელს სკოლა გადაკეთდა 8 წლიან სკოლად და აშენდა ქვის ერთ 

სართულიანი კორპუსები. 

1985 წელს სკოლის კონტიგენტი გაიზარდა და გახდა საშუალო. 

1987 წელს ექსპლუატაციაში შევიდა სკოლის ახალი შენობა, რომელიც სამ 

სართულიანი და ორ სართლიანი კორპუსებისგან შედგება. სკოლას ეწოდებოდა კახაბრის 

#2 საჯარო სკოლა. 

ქ.ბათუმის განაშენიანებასთან ერთად გაიზარდა ქალაქის საზღვრები და კახაბრის 

#2 საჯარო სკოლა შეუერთდა ქალაქ ბათუმს, რის გამოც, 2011 წლიდან იწოდება სსიპ 

ბათუმის #26 საჯარო სკოლა. 

სკოლის დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდნენ: დაწყებით სკოლაში 

ალექსანდრე ნაჭყებია და ზინა დადიანი. 8 წლიან სკოლაში ლევან ლორთქიფანიძე, 

არტემ კალანდარიშვილი და ზაალ მიქელაძე, ხოლო საშუალო სკოლაში ოთარ კაკაბაძე, 

2005 წლიდან დღემდე დონარი კაკაბაძე. 

მოსწავლეთა აღზრდისა და სწავლის სამსახურშია კეთილმოწყობილი მწვანე 

ნარგავებიანი სკოლის ეზო. 

სკოლის ეზოს ამშვენებს თანამედროვე სტანდარტების სტადიონი. 

2015 წლის 16 მარტს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (სკოლამ გადასცა 

საპატრიარქოს) აღიმართა ჯვარი, სადაც აშენდება ტაძარი. 

სკოლის შენობა 4081 კვ. მ მოსწავლეთა სამსახურშია 2 სპორტული დარბაზი 

(გასახდელებითა და საშხაპეებით) ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის და 

ინფორმატიკის კაბინეტი. სკოლასთან ფუნქციონირებს სტომატოლოგიური კაბინეტი და 

ბუფეტი. 

სკოლაში ისწავლება რუსული და ინგლისური ენა.

სკოლაში 375 მოსწავლე და 51 თანამშრომელია, მათგან 41 მასწავლებელი. 

სკოლის სერტიფიცირებული მასწავლებლები არიან, გულნარა ბაკურიძე, მარინე 

დუმბაძე, ნინო ურიდია, მზევინარ ცინცაძე, ფატი საითაძე, მზიური დევაძე და გულნაზ 

ბალაძე. 

სკოლას ყავს მრავალ კონკურსსა და ფესტივალში გამარჯვებული 

ქორეოგრაფიული ანსამბლი „მტრედები" , „მხიარული სტარტების" ესტაფეტაში 

გამარჯვებული გუნდი „კახაბერი". 

სკოლის მოსწავლეები მფლობენ მრავალ მედალსა და თასს სხვადასხვა 

სპორტულ შეჯიბრებებში ასევე საერთაშორისო ხატვისა და მუსიკის კონკურსებში 

გამარჯვებულები. სკოლაში მოქმედებს სამოქალაქო კლუბი „პოზიტივი". სკოლის 

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სამეცნიერო-შემოქმედებით კონფერენციებში, 

ოლიმპიადებსა თუ სასწავლო ტურებში სკოლის პრიორიტეტებია სწავლის ხარისხის 

ამაღლება, დისციპლინის განმტკიცება, მასწავლებელთა გადამზადება.

    

                                                ბ) სკოლის მისია და ხედვა

სკოლის მისია

ჩვენი სკოლა მოსწავლეების წარმატებული მომავლისათვის მომზადებას მიაღწევს იმით, რომ 

უზრუნველყოფს უსაფრთხო და წამახალისებელ გარემოს, განათლების სრულ მოსაწვდომობას 

და ერთნაირ მოლოდინს ყველა მოსწავლისათვის, სწავლა-სწავლების მაღალ სტანდარტებს, 

მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას,

სკოლის სტრატეგიული ხედვა

ჩვენი სკოლა ამზადებს მოსწავლეებს წარმატებული მომავლისათვის.



სასარგებლო ბმულები

ამინდი ბათუმში


კალენდარი

  • «    ნოემბერი 2017    »
    ორშსამოთხხუთპარშაბკვრ
     12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930 

დაგვიმეგობრდით

საკონტაქტო ინფორმაცია

info@26skola.edu.ge

საქართველო / ბათუმი
კახაბრის ქუჩა #1

+995 577 30 42 43
+955 599 28 64 51

მთვლელები